კახეთის რეგიონში კარანტინში 580 მოქალაქე იმყოფება
კახეთის რეგიონის 9 საკარანტინე ლოკაციაზე 580 ადამიანია განთავსებული.როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, საკარანტინე ზონაში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილის თქმით,გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე, იზოლაციაში 299 მოქალაქე რჩება,მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში -53 პირი, საგარეჯოში-64, ლაგოდეხში-49,ყვარელში-33, გურჯაანში-32, სიღნაღში-24, დედოფლისწყაროში-17 და ახმეტის მუნიციპალიტეტში 27 პირი.
შეგახსენებთ,ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა , მათ შორის გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი,კარანტინის რეჟიმში – 4717 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 მოქალაქეა.