საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4641 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები