წყალტუბოს მერმა მოქალაქეებს პირბადეები დაურიგა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა ბაზრის მოვაჭრეებს, სხვადასხვა სასურსათო მაღაზიის თანამშრომლებს ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეები დაურიგა და ჯანდაცვის სამინსტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

,,კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ამ ეტაპზე, პირბადეებს მიიღებს ყველა ის პირი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლას, მადლობა მოხალისეებს საზოგადოების თანადგომისა და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის”, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები