სოფელ ზემო ქვალონში სადრენაჟო სისტემების ადღგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია”, ქვეყნის მასშტაბით, საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ზემო ქვალონში ნატანი მასისაგან იწმინდება მ-1 დამშრობი მასივის წყალშემკრები არხები და კვალთაშორისი ორნატები, რომელთა საერთო სიგრძე 13 000 მეტრს შეადგენს.
სამელიორაციო ღონისძიებები 30 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია თვის ბოლოს დაასრულებს.