ოკუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდება

ოკუპირებულ აფხაზეთში 00:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდება და ძალაში 20 აპრილამდე იქნება.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულებას მხარი ე.წ. პარლამენტმაც დაუჭირა.

ამასთან, ე.წ. რესპუბლიკაში კომენდანტის საათს დააწესებენ და ტრანსპორტის მოძრაობას შეზღუდავენ.

25 მარტიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემზღუდავი ზომებია დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები