ბაღდათში მოხალისეები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარება. უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებისთვის კი საკვები სახლში მიაქვთ.
მოხალისეთა ჯგუფი წითელი ჯვარის წარმომადგენლებისგან არის დატრენინგებული.
მოხალისეები ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაადგილდებია და სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების სანიტარული ნორმების მონიტორინგს ახდენენ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები