სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 409 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 409 ადამიანი იმყოფება.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 180 პირი, საკარანტინო სივრცეებში კი – 109 ადამიანია, მათ შორის 27 პირი რეგიონიდან საკარანტინო სივრცეში იძულების წესით გადაიყვანეს.

რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა კი ასეთია: ზუგდიდში – 116 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 56, კარანტინში რჩება – 46. აბაშაში – 38 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 15, კარანტინში რჩება – 10. ფოთში – 61 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -20, კარანტინშია- 8. მესტიაში – 6 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია – 4, კარანტინშია -2. მარტვილში – 22 პირია თვითზოლაციაში, მოხსნილია -23, კარანტინშია-10. წალენჯიხაში – 36 პირია თვითიზოლაციაში, ზედამხედველობიდან მოიხსნა -20, კარანტინშია – 18. ჩხოროწყუში – 35 პირია თვითზოლაციაში, მოხსნილია – 12, კარანტინშია – 11. სენაკში – 59 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 15. კარანტინშია -1. ხობში – 36 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -15, კარანტინშია – 3.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები