სოფელ ფერსათისა და შუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ფერსათისა და შუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია – შ.პ.ს. “გი-ან 2011″-ი ასრულებს. ტენდერის პირობების თანახმად, 1700 გ/მ გზაზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები, ქვის გაბიონები, ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდარები.
აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდება, რომლის ღირებულებაც 693 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ გოგსაძემ პირველ მოადგილე კახა ენუქიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად დაათვალიერა.