ალექსანდრე მოწერელია ხობში დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.

სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად ხობში, თავის მოადგილესთან  ლუდუკ ხასიასთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინებული მუშაობის გეგმები მიმოიხილეს.

ალექსანდრე მოწერელია ხობში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საკითხით დაინტერესდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის, შორენა საბახტარაშვილისა და პოლიციის უფროსის დავით პაპავას ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები დღეში რამდენჯერმე  მოწმდებიან და აკვირდებიან, რამდენად კარგად იცავენ თვითიზოლაციის წესებს.

ხობში, ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 40 მოქალაქე, ხოლო საკარანტინო ზონაში 4 მოქალაქე იმყოფება.

შეხვედრას ხობის მერი, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები