ფოთში 82 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ 82 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ფოთის საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მას პნევმონია აქვს და სხვა გართულებები არ აღენიშნება.
მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სენაკიდან ფოთის ჰოსპიტალში სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 82 წლის ქალი გადაიყვანა, რომელსაც მაღალი სიცხე და საერთო სისუსტე აღენიშნებოდა. პაციენტი მოსკოვიდან 13 მარტს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები