შიდა ქართლში სასოფლო სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესი დაათვალიერა. ამჟამად, რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და სხვლის ეტაპს მოიცავს. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ფერმერები ინტენსიურად განაგრძობენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავებას. ფერმერების თქმით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, გაჩერება არ შეიძლება და თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა საფეხური. სხვა შემთხვევაში, მოსავლის მიღება რისკის ქვეშ დადგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები