ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, პაციენტი ესპანეთსა და გერმანიაში მოგზაურობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირებისთანავე გადაყვანილი იქნა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საკარანტინე ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში სულ გადაყვანილი იყო 12 მოქალაქე და აქედან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ბათუმში, ამ დროისთვის, კორონავირუსზე სულ 7 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები