შოთა რეხვიაშვილი: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგები მუდმივად კონტროლდება

“ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება არის სრულად მომარაგებული”, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო-ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რწმუნებულის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სასურსათო მარაგების პრობლემა არ არის და აღნიშნულის კონტროლი მუდმივად ხორციელდება.
“სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავდა რამდენიმე დღის წინ და სწორედ მისი ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ სოფლებში მომარაგებაში არ ყოფილიყო რაიმე ხარვეზი. დისტრიბუტორები, რომლებიც არიან ადაბტირებული მუნიციპალიტეტებში და მათგან მიდის მომარაგება შევსებები მიღებული აქვთ. დღეს კიდევ რამდენიმე კონტაქტზე გავალთ, კიდევ ერთხელ დავიზღვევთ თავს. 40 ტონა  ბურღულეულის ხელშეკრულება დღეს იდება. გუშინ და წინა დღეეშსი ეს შევსებები იყო და არსად დეფიციტი არ ყოფილა. პროდუქტების პრობლემა არც მუნიციპალიტეტებში და არც სოფლებში არ არის”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები