კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში სკოლის მშენებლობა გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტატანაშვილი სოფელ იგოეთში იმყოფებოდა და საჯარო სკოლის შემოღობვის, სანიტარული კვანძებისა და შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სკოლის შენობაზე მიშენება მიმდინარეობს, სადაც მოეწყობა სანიტარული კვანძები, ხოლო შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით – პანდუსი.
სკოლა ფასადის მხრიდან დეკორატიული კედლით იღობება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯი ელ გრუპი“ ასრულებს და მასზე 100 650 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები