ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი კლასტერის წევრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათი ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ქუთაისის ცენტრში და პასუხები დღეს გახდება ცნობილი“, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს იფექციონისტმა, ლალი დარახველიძემ განაცხადა.

„პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი შემოყვანილი არიან თვითიზოლაციიდან, რომლებიც 19 მარტს შემოვიდნენ თურქეთიდან. ჩივილები იყო ცხელება და ხველა, ამჟამად აღებულია ბიოლოგიური ნაცხები და გადაგზავნილია ქუთაისის ლუგარის ცენტრში, პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ლალი დარახველიძემ.
დარახველიძის განმარტებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
შეხაგხენებთ, ამ ეტაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტის მუნიციპაიტეტში.
ამ ეტაპზე, რეგიონში 409 პირი რჩება თვითიზოლაციში, აქედან 180-ს მოეხსნა თვითიზოლაციის პერიოდი, ხოლო 109 პირი რჩება კარანტინში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები