ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით მოთავსებული პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში რვა პაციენტიდან  ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე ამბობს, პაციენტი საფრანგეთის კლასტერიდანაა.

“რვა პაციენტიდან შვიდი უარყოფითია და ერთი დადასტურებული – ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სწავლობდა საფრანგეთში, პირდარ აეროპორტიდან გადაიყვანეს კარანტინში, შემდეგ დაეწყო სიპტომები, გამოიძახეს სასწრაფო და მოყვანილ იქნა ჩვენთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები