სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 329-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 329-მდეა გაზრდილი, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
18-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.
გარდა ამისა, რესპუბლიკაში ერთი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება. 26 მარტს ვირუსს 72 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა, როგორებიც არის – ფილტვების ორმხრივი ანთება, ჰიპერტონია, გულის რითმის დარღვევა და სხვა.
სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მუშაობს.