მარინა ეზუგბაია: ინფექციურში მოთავსებული, კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში ერთი პაციენტი იმყოფება, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენი ცენტრის პაციენტი. დანარჩენები განთავსებული არიან სხვა კლინიკებში. კოვიდს ემსახურება, ჩვენი ცენტრის გარდა, ექვსი სხვა ცენტრი.

მე არ ვიცი ყველა პაციენტის ისტორია, ჩვენი პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები