აზერბაიჯანში ციხეებიდან პატიმართა ნაწილს ვადაზე ადრე უშვებენ
აზერბაიჯანის ციხეებში მყოფ პატიმრებს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ.
ამის შესახებ Report-ს უფლებადამცველმა ნოველა ჯაფაროღლუმ განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ერთობლივი ჯგუფის სახელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმართვა გაკეთდა.
“შევუდექით პატიმრების განხილვას, რომელთა ვადა უახლოეს დროში იწურება. ჯერჯერობით, ეს იმ პატიმრებს ეხება, რომელთა პატიმრობის ვადა 3 თვეში იწურება. ამის შემდეგ საკითხი შეეხება პირებს, რომლებსაც ვადა 6 და 9 თვეში ეწურებათ. პროცესი აპრილამდე გაგრძელდება”, – აღნიშნა უფლებადამცველმა.
კიდევ ერთი უფლებადამცველის, საადათ ბანანიარლის თქმით, 300-მდე პატიმარი უკვე გათავისუფლებულია.