სომხეთში კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა, ვირუსს 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა კოღოსიანმა.
მანამდე ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
კიდევ ოთხის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.
სომხეთში, 26 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 290 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსის დამარცხება 18-მა პაციენტმა შეძლო.
ქვეყანაში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.