გია აბაშიძე: დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და “ნაცსექტას” ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და “ნაცსექტას” საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და “ნაცსექტას” ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს – ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! “ნაცსექტავ”, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები