პუტინი რუსეთში კორონავირუსის დამარცხებას სამ თვეში პროგნოზირებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებას სამ თვეზე ნაკლებ ვადაშიც შეძლებს.

ამის შესახებ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

​”კოლეგა იმედოვნებს, რომ ვირუსს ორ-სამ თვეში დავამარცხებთ. ეს უკვე არც ისე ცუდი პროგნოზია. ზოგიერთ ქვეყანაში ამბობენ, რომ მასთან ომი ხანგრძლივი იქნება. ამ ვითარებიდან გამოვალთ და ჩვენ ნამდვილად გამოვალთ, იმედი მაქვს, იმაზე ადრეც, ვიდრე თქვენ თქვით”, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთში, 26 მარტის მდგომარეობით, 840 ინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები