აზერბაიჯანში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსის 122 დადასტურებული შემთხვევაა.
ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ასევე, დღეს ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, ლეტალური შემთხვევები სამამდე გაიზარდა.