სომხეთში კორონავირუსი 3 ჯარისკაცს დაუდასტურდა

სომხეთის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სამ ჯარისკაცს დაუდასტურდა, – ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, დავიდ ტონოანის განცხადებაში.

“სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ, რომლის შედეგად პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აღინიშნება, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცის ოჯახის ერთ წევრს ადრე ჰქონდა დადასტურებული ვირუსი. სამხედროები იზოლირებულები იყვნენ, რამაც გავრცელების რისკები შეამცირა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამხედროები ჰოსპიტალიზებულები არიან, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პნევმონია არცერთს  აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები