რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 840-მდე გაიზარდა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 840 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, შემდეგი კვირიდან ქალაქში კაფეები, რესტორნები, პარკები და ყველა მაღაზია დაიკეტება, სასურსათო და აფთიაქების გარდა.

27 მარტიდან რუსეთი საჰაერო სივრცეს კეტავს.

ამასთანავე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხალხისადმი მიმართვაში გუშინ განაცხადა, მომდევნო კვირა იქნება უქმე, თუმცა – თანამშრომლებისთვის ხელფასების შენარჩუნების პირობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები