იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი 5210-ით გაიზარდა

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაშია შენარჩუნებული, სადაც ერთ დღეში 5 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამურად, ქვეყანაში 74 386 ინფიცირებულია.

ამასთანავე, სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიამ ჩინეთს გაასწრო. გუშინ 683 ლეტალური შემთხვევა იყო, ჯამურად, ვირუსს 7 503 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით ჩანს, რომ, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, ვირუსით ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში იქნება, რადგან, 26 მარტის მდგომარეობით, აქ უკვე 69 171 პაციენტია, რიცხვი კი სწრაფი ტემპით იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები