“დაინფიცირებულ 65 წლის მამაკაცს მძიმე კლინიკური სიმპტომები აქვს”

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი მამაკაცია გადაყვანილი. როგორც სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა, გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაყვანილ 65 წლამდე მამაკაცს მძიმე კლინიკური სიმპტომები აღენიშნება და იგი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ბარლიანის განმარტებით, ინფიცირებული პაციენტი აშშ-ის კლასტერთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილ 4 ახალ ნიმუშს – არცერთ მათგანს  კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში 46 პაციენტია მოთავსებული, მათგან 34 – სამხედრო მოსამსახურე, 12 კი სამოქალაქო პირია.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით  საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა,
მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის, 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები