კახეთის გუბერნატორი “ცივის ყველის” საწარმოში სამუშაოებს გაეცნო

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო –  “ცივის ყველი” მოინახულა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გუბერნიიდან აცნობეს.

მათივე თქმით, საწარმო “ცივის ყველი” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხდება რძის გადამუშავება, სხვადასხვა ნაირსახეობის ყველის წარმოება და სასურსათო ობიექტებში გატანა.

“საწარმოში მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები. თანამშრომლები, სანიტარული ნორმების სრული დაცვით, აღჭურვილნი არიან – პირბადეებითა და ხელთათმანებით, ამავდროულად, იცავენ სოციალურ დისტანციას”, – ნათქვამია კახეთის გუბერნიის განცხადებაში.

საწარმოს მეპატრონის, გოჩა ღაღაშვილის განცხადებით,  კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება მაქსიმალურად ხდება, რაც საწარმოს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიკეთოდ აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები