ზუგდიდის ინფექციურში კოვიდ19-ის საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი გადაიყვანეს

ანაკლიის საკარანტინე სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა, გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციონისტ ლალი დარახველიძის განცხადებით, მამაკაცი ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშაა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

“პაციენტი წუხელ შემოიყვანეს საკარანტინე ზონიდან ცხელების ჩივილებით. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ლალი დარახველიძემ.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინის ვადა დღეს უმთავრდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები