სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
ასევე, აღენიშნება, რომ ვირუსის დამარცხება 18-მა პაციენტმა შეძლო.
კორონავირუსთან ბრძოლისთვის სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.