ონში საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.
პროდუქტების გადაცემის პროცესში მერი მოხალისეებთან ერთად თავადაც ჩაერთო. საკვები პროდუქტი დღეს 3-4 წლიანთა ჯგუფის 26 აღსაზრდელს გადაეცა.
პროდუქტების გადაცემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.
საკვები პროდუქტების ამანათები დაჯგუფდა და მომზადდა ყველანაირი ჰიგინური ნორმების დაცვით, საბავშვო ბაღის პედაგოგიური კოლექტივისა და საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები