მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული სასურსათო მაღაზიებსა და საცხობ ობიექტებში არსებულ ვითარებას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსთან, ნიკოლოზ ტყებუჩავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტში, სასურსათო მაღაზიებსა და საცხობებში იმყოფებოდა. მხარის რწმუნებული ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და პერსონალის საჭიროებები მოისმინა.

მცხეთა-მთიანეთში, ამ მომენტისთვის, სასურსათო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. რეგიონში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ არსებობს. პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება. ასევე, არ შეინიშნება მოქალაქეთა რიგები. მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი, რათა მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები