მიკროსაფინანსო თუ ბანკი – სად სჯობს სესხის აღება?

რისთვისაც არ უნდა გჭირდებოდეთ დამატებითი თანხა, იქნება ეს სახლის რემონტი, ავტომობილის შეძენა თუ მცირე ბიზნესის დაფინანსება მისი წარმოებისთვის, სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გამოსავალია. დამატებითი ფულის მოძიება შესაძლებელია, როგორც ბანკის, ისე მიკროსაფინანსოს დახმარებით, თუმცა ორივე ფინანსური ინსტიტუტი განსხვავებული პრინციპით მუშაობს, ამ განსხვავებების ცოდნა კი სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მოგცემთ სესხის აღებისას, დაზოგავთ დროსა და ფულს. 

რა განსხვავებაა სესხის აღების პროცესში ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის?

ბანკები – ტრადიციული გამსესხებლები  არიან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით, გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკებით და მკაცრი დამტკიცების კრიტერიუმებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბანკისგან სესხის აღება შესაძლებელია უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით, თუმცა სესხის მიღების პროცესი გაცილებით კომპლექსურია. თუ არ გიფიქსირდებათ სტაბილური შემოსავალი ან შემთხვევითობის გამო საკრედიტო ისტორია გაგიფუჭდათ, შესაძლოა სესხი საერთოდ არ დაგიმტკიცდეთ. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიშექმნილია უფრო მარტივი და სწრაფი სესხებისთვის იმ ადამიანებისთვის, ვინც ბანკის კრიტერიუმებს ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არ გჭირდებათ აურაცხელი დოკუმენტაციის წარდგენა, პასუხს იმავე დღეს იღებთ, როცა ძალიან გეჩქარებათ და არც საკრედიტო ისტორია გაფერხებთ.  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხს შედარებით მაღალ პროცენტში გასცემს, სამაგიეროდ, შესაძლებელია მისი მოკლე ვადაზე გადანაწილება და სწრაფად დაფარვა. 

რომ შევაჯამოთ, სესხის ასაღებად უნდა მიმართოთ ბანკს, იმ შემთხვევაში თუ სესხად აღებული  თანხის დიდ ვადაზე გადანაწილება გირჩევნიათ და სტაბილური შემოსავალი გიფიქსირდებათ. 

სპონტანური საჭიროებისას, როდესაც სესხის გაცემისა და დამტკიცების პროცედურის არც დრო გაქვთ და არც ნერვები, კი სჯობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოთ. 

სესხის ბანკში აღების უპირატესობები  

  • დაბალი საპროცენტო განაკვეთები
  • გრძელვადიანი დაფარვა → შესაბამისად, უფრო მცირე ყოველთვიური გადახდები.
  • მაღალი სესხის თანხა – მსხვილი შესყიდვებისთვის ან ბიზნესში ინვესტირებისთვის.

ნაკლოვანებები

  1. ბიუროკრატია – ბანკში  სესხის დამტკიცება დროში გაწელილი პროცესია. 
  2. ხშირად საჭიროებს უზრუნველყოფას (დეპოზიტით, ავტომობილით ან უძრავი ქონებით)
  3. დიდი ლოდინის შემდეგ, შესაძლოა მაინც არასასურველი პასუხი მიიღოთ. 

სესხის აღების უპირატესობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

რატომ მიკროსაფინანსო?

  • ონლაინ განაცხადი და სწრაფი პასუხი – ხშირად თანხას რამდენიმე საათში იღებთ.
  • მინიმალური დოკუმენტაციახშირ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა და საცხოვრებლის დადასტურება.
  • მოქნილობა– სესხის მიღება შესაძლებელია მაშინაც, თუ საკრედიტო ისტორია იდეალური არ არის.

ა სიტუაციაში შეიძლება დაგჭირდეს მოკლევადიანი სესხის სწრაფად აღება?

მიკროსაფინანსო სესხები განსაკუთრებით კარგია  საჭიროებებისთვის:

  • მანქანის მცირე რემონტი ან შეძენა;
  • სახლის რემონტი ან ავეჯის განახლება;
  • მოგზაურობა ან გადაუდებელი გადასახადები;
  • მცირე ბიზნესის ოპერაციული ხარჯები.

რეალური ღირებულებების შედარება

საფინანსო ორგანიზაციები თავიანთ კომუნიკაციაში ხშირად ახსენებენ პროცენტს და რეკლამებშიც აქტიურად ცდილობენ ამ რიცხვით მანიპულაციას, თუმცა, არავინ საუბრობს იმაზე, რომ გადამწყვეტი რიცხვი სესხის რეალური ღირებულების დათვლისას,  არის ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი (APR), სწორედ ის აერთიანებს ყველა დამატებით ხარჯს: საკომისიოებს, დაზღვევასა და ა.შ. შესაბამისად, სესხის თანხის დაბრუნების სრული ხარჯიც სწორედ მისი მეშვეობით ანგარიშდება. 

რეალურად, სესხი ოდნავ მაღალი გაცხადებული პროცენტით, მაგრამ კონტრაქტის წვრილად დაწერილ პუნქტებში  „დამალული“ გადასახადების გარეშე,  უფრო იაფია, ვიდრე სესხი, რომელსაც დაბალი პროცენტი აქვს, მაგრამ ბევრი წვრილი საკომისიო. ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ყოველთვის მოითხოვეთ, ზუსტად იცოდეთ სრული დასაფარი თანხის ოდენობა ლარებში (GEL).

რჩევა: ჩაიწერეთ ყველა ნახსენები საკომისიო და ჯამურად შეკრიბეთ. რაც ქაღალდზე შეღავათიანი და „დაბალი“ ჩანს, რეალობაში შეიძლება ძალიან ძვირი აღმოჩნდეს.

რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებამდე?

პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ სწორი საფინანსო ინსტიტუტი, თქვენი  საჭიროებიდან გამომდინარე. ზუსტად გაიაზროთ, რისთვის გჭირდებათ თანხა, როგორ შეძლებთ სესხის დაფარვას და რამდენად შეესებამება თქვენი შემოსავალი დასაფარი თანხის რაოდენობას ყოველთვიურად. 

 მოკლედ, საკუთარ თავს, რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ:

  • რამდენად სწრაფად გჭირდებათ თანხა? თუ ლოდინი შეგიძლიათ, ბანკის სესხი  შედარებით იაფ დაგიჯდებათ. თუ ფული ახლავე გჭირდებათ, მიკროსაფინანსოა ოპტიმალური გამოსავალი.
  • რა ოდენობის თანხა გჭირდებათ? ბანკები უფრო დიდი მოცულობის სესხებს გასცემენ. 
  • გაწვდებით თუ არა ყოველთვიურ გადასახადს თქვენი შემოსავლებით?  სტაბილური შემოსავლის შემთხვევაში, ბანკის სესხი გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია. არათანაბარი შემოსავლისას, მოკლევადიანი მიკროსესხი ბევრად მოქნილი და მართვადია. 

გამოიყენეთ ორივე შესაძლებლობა – სტრატეგიულად

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ბანკი ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებიც იძლევა  ეკონომიკურ სარგებელს სხვადასხვა პირობებით სხვადასხვა სახის მომხმარებლისთვის განსხვავებულ სიტუაციებში. შესაბამისად, არჩევანი სიტუაციის , საჭიროების და თქვენი ინტერესების მიხედვით უნდა გააკეთოთ. 

ბევრი მსესხებელი იწყებს მიკროსაფინანსოთი — გადაუდებელი საჭიროების დასაფარად ან დადებითი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად — და შემდეგ ბანკში რეფინანსირებაზე გადადის, რათა იაფი, გრძელვადიანი სესხი მიიღოს.

თუმცა, ხშირად პირიქითაც ხდება — მსესხებლები ბანკიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გადადიან, მაგალითად მაშინ, როცა:

  • მათ ამოეწურათ საბანკო საკრედიტო ლიმიტი
  • სჭირდებათ დამატებითი თანხა, რასაც ბანკი აღარ ამტკიცებს
  • ან სურთ მეტად უფრო მოქნილი გადახდს პირობები (მაგალითად, გადავადება ან სწრაფი განახლება).

მაგალითად, საქართველოში მცირე ბიზნესები ხშირად იყენებენ მოკლევადიან მიკროსესხებს საქონლის სწრაფად შესაძენად, ხოლო შემოსავლისა და დოკუმენტების დასტაბილურების შემდეგ ბანკში გადადიან. ან პირიქით — ბანკიდან გადმოაქვთ სესხი მიკროსაფინანსოში გადადიან მეტი სისწრაფისა და მოქნილობისთვის. 

დასკვნა

უნივერსალური პასუხი კითხვაზე „რომელი ჯობ“ არ არსებობს – არჩევანი მთლიანად თქვენს ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობასა და მიზნებზეა დამოკიდებული. 

მაგალითად, ჩემს მეგობარს თბილისში  მცირე საკურიერო სერვისი აქვს, მთავარი ბიზნეს აქტივი კი თავისივე ავტომობილია, რომელიც მოულოდნელად გაუფუჭდა. სესხის დამტკიცებას ბანკში ვერ დაელოდებოდა, რადგან ყოველი დაკარგული დღე შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. მან მიკროსაფინანსო კომპანიაში ავტოსესხი გააფორმა; 24 საათში მიიღო თანხა, იყიდა მეორადი ავტომობილი და მეორე დღესვე დაუბრუნდა სამუშაოს. მართალია, სესხი ბანკზე ცოტათი უფრო ძვირი გამოვიდა, მაგრამ სიჩქარე და სიმარტივე მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნების აუცილებლობის გამო.

საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, რომ სესხს ფრთხილად მოეკიდოთ: ყურადღებით წაიკითხეთ ყველა პუნქტი, გადაამოწმეთ ყველა საკომისიო, და არასოდეს ისესხოთ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად გჭირდებათ.

გონივრულად შერჩეული სესხი ტვირთად  არ უნდა გეჩვენებოდეთ, პირიქით, ის დამატებითი შესაძლებლობაა, რომელიც თქვენი მიზნების განხორციელების საშუალებას გაძლევთ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები