შალვა პაპუაშვილი: გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად

გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის პროცესის დაწყებას მოჰყვა.

„როდესაც სხვა ქვეყანაზე საუბრისას მისი ხალხის ნაცვლად, მისი ხალხის სახელით საუბრობ, ეს დემოკრატია არ არის. ასეთი ევროპა 100 წლის წინ არსებობდა, როდესაც სხვა ხალხებზე გავლენა ჰქონდა. არ ვიტყვი რა ერქვა იმ პროცესს, როდესაც სხვა ხალხები დამორჩილებული ჰყავდა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ხალხების მიმართ. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, მილიონ ორასი ათასმა მოქალაქემ მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს?! ეს არის სწორედ საერთაშორისო წესრიგის რღვევა.

ძალის წესებით მოქმედებენ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ძლიერები და პატარა საქართველო შეგვიძლია დავჩაგროთო. ეს არის [გარედან დაფინანსების] ერთი სქემა, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც სცოდნია. გაგვცეს ახლა პასუხი ევროკავშირმა, ეს ფულები რომ მოძრაობს და აქეთ-იქით ირიცხება, რანაირად ხდება ამის აღრიცხვა?! გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები