ლევან ჟორჟოლიანი: ხელისუფლებას ბიზნესთან აქვს მეგობრული დამოკიდებულება – ბიზნესს არ სჭირდება ლობისტები ამ ქვეყანაში, რომ ურთიერთობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ყოველთვის, ვუსმენთ მათ, ვითავისებთ მათ პრობლემებს, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც არის ფასების შემცირება
ხელისუფლებას ბიზნესთან აქვს მეგობრული დამოკიდებულება – ბიზნესს არ სჭირდება ლობისტები ამ ქვეყანაში, რომ ურთიერთობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ყოველთვის, ვუსმენთ მათ, ვითავისებთ მათ პრობლემებს, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც არის ფასების შემცირება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში” განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ფასებმა დაიწიოს იმ დონემდე, რომ საქართველოს მოქალაქეებს წნეხი შეუმსუბუქდეს.
„ჩვენი მიზანია, ფასები დავიდეს იმ დონემდე, რომ საქართველოს მოქალაქეებს წნეხი შეუმსუბუქდეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ასევე, ბალანსის დაჭერა. ჩვენი ხელისუფლება სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ბიზნესთან მიმართებაში გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება. ბიზნესს არ სჭირდება ლობისტები ამ ქვეყანაში, რომ ურთიერთობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ყოველთვის, ვუსმენთ მათ, ვითავისებთ მათ პრობლემებს და ხშირად ვეხმარებით ბევრი საკითხის გადაწყვეტაში, იმიტომ, რომ ბიზნესსაც ბევრი პრობლემები აწუხებს. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც, ეს არის ფასების შემცირება”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.