პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი აღნიშნულ თხოვნას დათანხმდა.
“პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ, ეს ძალიან კარგი იყო. ბევრი ხალხი ამბობდა, რომ საჭირო არ იყო უსარგებლო ზარის გაკეთება, ვინაიდან არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს გააკეთეს”, – განაცხადა ტრამპმა.