გარდაბანში 16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – მოზარდი ადგილზე დაიღუპა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოზარდს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები