გამსახურდია – გირგვლიანის მკვლელობაზე: მარტო მაგის გამო უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან ახლოს გაკარება ყველას, ვისაც თუნდაც ირიბი შეხება ჰქონდა მაგ დანაშაულის ჩადენასთან და მერე ჯალათების შეწყალებასთან

“დღეს სანდროს [გირგვლიანის] მკვლელობის დღეა. გუშინდელივით მახსოვს, ჩემმა ძმაკაცმა, ბუტა ჯორბენაძემ რომ დამირეკა და პოლიციის დანაყოფებში ვეძებდით”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“რუსთავში ვმუშაობდი მაშინ. მერე კიდევ, ტაბახმელის მიმავალ გზაზე, ნაწამები ხევში გადაგდებული ვიპოვეთ. უმცირესია ის სასჯელი, რაც მაგის გამო მიიღეს ჯალათებმა. მარტო მაგის გამო უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან ახლოს გაკარება ყველას, ვისაც თუნდაც ირიბი შეხება ჰქონდა მაგ დანაშაულის ჩადენასთან და მერე ჯალათების შეწყალებასთან. ხსოვნა იყოს სანდროსი და ზვარაკად შეწირული დედის, ირინასი”, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები