ლავროვი: ზავი, რომლის მიღწევასაც ზელენსკი ცდილობს, რუსეთისთვის მიუღებელია
ზავი, რომლის მიღწევასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, რუსეთისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მრავალჯერ ვთქვით და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ხშირად გვახსენებდა ამას, რომ ზავი, რომლის მიღწევასაც კვლავ ცდილობს ვოლოდიმირ ზელენსკი – თუნდაც 60 დღით, ან უკეთესია უფრო დიდხანს – ჩვენთვის მიუღებელია“, – თქვა მან.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წინა პერიოდი, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიურ ძალისხმევასთან, სრულდებოდა იმით, რომ ნებისმიერი ზავი მაშინვე გამოიყენებოდა უკრაინის ახალი შეიარაღებით გამოსაკვებად.