ჟინვალი–ანანურის გზის 31-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 საათით იზღუდება

ჟინვალი–ანანურის გზის 31-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 საათით იზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილოგზის 31-ე კილომეტრზე (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე) მიმდინარე წლის 28 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაოშემთხვევასთან დაკავშირებით დაგეგმილი სამუშაოების გამო, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატვირთოავტომობილის მიმდებარე ტერიტორიიდან გადატანის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებითაიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 იანვარს, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები