ირანში კორონავირუსისგან 143 ადამიანი გარდაიცვალა

​ირანში ერთ დღეში კორონავირუსს 143 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 2077-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალი რეზა ვახაბზადემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 27 017-მდე გაიზარდა.

ვახაბზადეს თქმით, 9625 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები