ხულოში რისკჯგუფების და სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის პროდუქტების გადაცემა გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკჯგუფების და სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის სასურსათო პროდუქტების გადაცემა გრძელდება.

ამჯერად, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ვაშლოვანის მცხოვრებ თემურ რიჟვაძის 8 სულიან ოჯახს ესტუმრა და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები მიუტანა.

ვახტანგ ბერიძის გადაწყვეტილებით, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური სახსრები, რომელიც საჭიროების მქონე ოჯახებისათვის სასურსათო პროდუქტების შეძენას მოხმარდება. ასევე, მერიის თანამშრომლების ინიციატივით,a გროვდება თანხები რომელიც მოხმარდება სხვადასხვა რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები