აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი 20 აპრილამდე ჩაკეტა

აზერბაიჯანმა ირანთან ჩაკეტილი საზღვრის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაპირველად, ბაქომ თეირანთან საზღვარი 29 თებერვალს ორი კვირით ჩაკეტა, თუმცა, ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 20 აპრილამდე იმოქმედებს.

​შტაბის მონაცემით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 87-მდეა გაზრდილი, 10 პაციენტი განიკურნა, ერთი ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები