ქაბულში, სიქთა ტაძარში 200-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს – 11 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში სიქთა ტაძარზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე პირმა მძევლად რელიგიური თემის 150-დან 200 ადამიანამდე მძევლად აიყვანა, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები.
ამის შესახებ dpa ავღანეთის პარლამენტში სიქთა წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ავღანეთის შსს-ში განაცხადეს, თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც პირველ სართულზე მყოფი ადამიანების გათავისუფლება შეძლო.
ამასთან, Tolo News-ი წერს, რომ თავდასხმის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, სულ მცირე 7 ადამიანი დაშავებულია.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება.