ჩინეთში ახალი ვირუსი დაფიქსირდა – მამაკაცი ავტობუსში ჰანტავირუსისგან გარდაიცვალა

ჩინეთში, იანანის პროვინციაში მამაკაცი ავტობუსში გარდაიცვალა, – წერს Global Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცს ჰანტავირუსი დაუდგინდა, ტესტირება საზოგადოებრივი ავტობუსის დანარჩენ 32 მგზავრსაც ჩაუტარდა.

ჰანტავირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანებს მღრღნელებისგან გადაედება, მას ადამიანიდან ადამიანზე გადადება არ ახასიათებს.

მისი მთავარი სიმპტომებია – ციებცხელება, სისხლდენა, ასევე, ფილტვების დაზიანება.

ვირუსი პირველად 1950 წელს, ამერიკულ-კორეული ომის დროს დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები