მეუფე საბა: არ შემიძლია, ადამიანების სიცოცხლე დავდო სასწორზე, თამაშის დრო ნამდვილად არ არის

0

“ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვითამაშოთ და ექიმების მიერ დაწესებული რეკომენდაციები არ გავითვალისწინოთ”, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი აცხადებს.

როგორც მეუფემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, მისთვის არ იყო ადვილი, მორწმუნეებისთვის სახლში დარჩენისკენ მოეწოდებინა.
“არც ჩემთვის იყო ადვილი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მრევლისთვის მომეწოდებინა, სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ დღეს სწორედ ჩემი ქრისტიანული მოვალეობა, სიყვარული მაძლევს ამის უფლებას, რომ მე ვიზრუნო ადამიანის სიცოცხლეზე. ადამიანების სიცოცხლე არ შემიძლია, დავდო სასწორზე. მე მხოლოდ ჩემი თავი შემიძლია, გავწირო, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვითამაშოთ და ექიმების მიერ დაწესებული რეკომენდაციები არ გავითვალისწინოთ“, – აცხადებს მეუფე საბა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი