საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალი” საკარანტინო სივრცისთვის მოამზადეს
საგარეჯოში, კლინიკა “ჯეო-ჰოსპიტალი” საკარანტინე სივრცედ მომზადდა. კლინიკიდან სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტები უკვე თბილისის და გურჯაანის საავადმყოფოებში გადაანაწილეს და კლინიკა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მისაღებად.
საავადმყოფოში ქირურგიული სივრცე ბოქსირებულ განყოფილებად გადაკეთდა და შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.
ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში 7 საკარანტინო სივრცეა, სადაც 401 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 403 ადამიანი იმყოფება.