“ვისოლ ჯგუფი” თბილისის მერის მოწოდებას უერთდება და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაეხმარება

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ბიზნესის წარმომადგენლებს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა.

“როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში ხანდაზული ადამიანები არიან. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილებისა და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ უერთდება ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. „ვისოლ ჯგუფი“ ასევე მოუწოდებს სხვა ბიზნესკომპანიებს ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიაროინ სოციალური პასუხისმგებლობა”- ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები