ზუგდიდის მერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კვლავ მოუწოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ყველა იმ მოხალისეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებშია ჩართული მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. უმორჩლესი თხოვნა მექნება თითოეულ მოქალაქესთან, გაგებით მოეკიდონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც მერია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახორციელებს.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი თანაქალაქელი გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ მოგმართავ თხოვნით, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოხვიდეთ სახლიდან”, – განაცხადა მერმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები