დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წამომადგენელთან მურთაზი ბოდაველთან და საკრებულოს დეპუტატთან ნუკრი უნდილაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ზურაბ სეხნიაშვილმა სოფელ პირმისაანთკარის, ვარსიმაანთკარის, ჩირდილელიანთკარის, გრიგოლაანთკარის, ჩუბიანიანთკარის და ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულია შესაბამისი შეზღუდვები ტრანსპორტის, თავშეყრის ადგილების და საჯარო დაწესებულებების მიმართულებით. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, დღევანდელი მდგომარეობით, მათი რაოდენობა 17-ს შეადგენს.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მონიტორინგში და გადაუდებელი საჭიროებისას მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების მონაწილეობით.
აღნიშნული საინფორმაციო კამპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება.